ჯიჰადი (არაბ.جِهَاد) ― არაბული სიტყვა, რომელიც ძალისხმევას, სწრაფვას, ბრძოლას ნიშნავს, განსაკუთრებით, საქებარი მიზნისთვის.[1][2][3][4]ისლამში ჯიჰადი ალაჰის გზაზე გულმოდგინების გამოჩენას აღნიშნავს. მუსლიმები ვალდებული არიან, ისლამის გასავრცელებლად ძალისხმევა და გულმოდგინება გამოავლინონ. სამხედრო ჯიჰადმა „წმინდა ბრძოლის“ სახელწოდება მიიღო, რომელიც ყველა არსებული საშუალებით რწმენის გაძლიერებასა და გავრცელებას გულისხმობს. დღეისთვის, როგორც წესი, ჯიჰადი შეიარაღებულ ბრძოლასა[4][5] და ტერორიზმთან ასოცირდება, თუმცა მნიშვნელობა უფრო მრავლისმომცველია. ჯიჰადი ნიშნავს რამე საქმეში ძალისხმევას, მათ შორის, სწავლასა და შრომაში.[6]
შარიათის კლასიკური განმარტებით, ტერმინი ურწმუნოთა წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას გულისხმობს,[2][3] ხოლო თანამედროვე ისლამის მკვლევრები სამხედრო ჯიჰადს ძირითადად თავდაცვით ომთან აიგივებენ.[7][8]სუფისტურ წრეებში სულიერი და მორალური ჯიჰადი დიდი ჯიჰადის სახელწოდებით მოიხსენიება.[9][10][3] ბოლო ათწლეულებში ტერმინმა კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიქცია, რადგანაც მას ისლამისტი ექსტრემისტები და ტერორისტები იყენებენ, რომელთა იდეოლოგია ჯიჰადის ისლამურ ცნებაზეა დაფუძნებული.[9][5][11][12]
დამატებითი საკითხავი
Biancamaria Scarcia Amoretti, Tolleranza e guerra santa nell'Islam, Scuola aperta/Sansoni, Firenze, 1974
David CookUnderstanding Jihad, Berkeley: University of California Press, 2005.
Hadia Dajani-Shakeel and Ronald Messier (1991). The Jihad and Its Times. Ann Arbor: Center for Near Eastern and North African Studies, University of Michigan.
DeLong-Bas, Natana (2010). Jihad: Oxford Bibliographies Online Research Guide. Oxford University Press
Reuven Firestone: Jihad: The Origin of Holy War in Islam. New York: Oxford University Press, 1999.
Hashami, Sohail H., ed. Just Wars, Holy Wars, and Jihads: Christian, Jewish, and Muslim Encounters and Exchanges (Oxford University Press; 2012)
↑ზურაბიშვილი, დ. გობრონიძე, გ. (2011). სამოქალაქო განათლების ლექსიკონი. თბილისი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი. გვ. 286.
↑Wael B. Hallaq (2009). Sharī'a: Theory, Practice, Transformations. Cambridge University Press (Kindle edition), გვ. 334–38.