ხოსე-მარია-ავილესი — პროვინცია ბოლივიაში, ტარიხას დეპარტამენტის დასავლეთ ნაწილში. დასავლეთით ესაზღვრება პოტოსის დეპარტამენტი, სამხრეთით - არგენტინა. დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება არგენტინა. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 85 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთით 115 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 2 658 კმ²-ია.
მოსახლეობა
2001 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 17 504 ადამიანს შეადგენდა.
მოსახლეობის 47.6 % 15 წელზე ნაკლები ასაკისაა.
პროვინციის ძირითადი ენა ესპანურია. მასზე მოსახლეობის 98.9 % ლაპარაკობს; 2.4 % კეჩუაზე, 0.2 აიმარაზე.
მოსახლეობის 81.6 %-ს არ აქვს ელექტროენერგია, 82.9 %-ს სასმელი წყალი. (1992)
მოსახლეობის 77.0 % დაკავებულია სოფლის მეურნეობაში, 0.1 % მაღაროებში, 3.7 % მრეწველობაში, 19.2 % მომსახურების სფეროში. (2001)