ხილდებერტ I (ლათ. Childebertus; დ. 497 — გ. 23 დეკემბერი, 558, პარიზი) — ფრანკების მეფე 511–558 წლებში. 511 წლიდან პარიზის მეფე, 524 წლიდან ორლეანის მეფე. ხლოდვიგ I-სა და კლოტილდა ბურგუნდიელის ვაჟი. სახელი ხილდებერტი ფრანკების ენაზე ითარგმნება, როგორც „ბრძოლაში ბრწყინვალე“.
511 წელს, მამის სამფლობელოების გაყოფის შემდეგ სამართავად მიიღო პარიზის სამეფო, კონკრეტულად მდინარეებს სონას, ლუარასა და ზღვას შორის მდებარე მიწები, ანუ გალიის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ქალაქებით: ამიენი, პარიზი, რუანი, ლიზიე, ბაიე, ავრანში, რენი და ლე-მანი. ხილდებერტის სამეფოს დედაქალაქი იყო პარიზი.
რესურსები ინტერნეტში