ადამიანის ხახა, პირის ღრუსა და საყლაპავი მილს შორის ჩართული ღრუ, რომელიც გაჭიმულია ფუძიდან კისრის VII მალამდე. ხახის ზემო ნაწილი (ცხვირ-ხახა) ცხვირის ღრუს უკან მდებარეობს. აქვე იხსნება ევსტაქის მილი. ხახის შუა ნაწილი (პირ-ხახა) პირის ღრუს უკან მდებარეობს და უკავშირდება მას ხახის პირით. ხახის ბოლო ნაწილში (ხორხ-ხახა) არსებობს ხორხში შესასვლელი და საყლაპავი მილის ხვრელები. ხახის კედელს ქმნის გარეთა-შემაერთებელქსოვილოვანი, შუა — კუნთოვანი — ლორწოვანი გარსები.