ხარვერძი (ლათ. Ovibos moschatus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 180 - 245 სმ, მასა 200 - 300 კგ. აქვს დიდი თავი, მოკლე ფეხები, შავ-მურა გრძელი ბეწვი; რქები ფუძესთან მსხვილია, აქვს ორივე სქესს.
გავრცელებულია გრენლანდიაში და კანადის არქტიკული არქიპელაგის კუნძულებზე. ცხოვრობს 20 - 30 სულისაგან შემდგარ ჯოგებად.
იკვებება ლიქენებით, ხავსებით, ბალახეულით. რძე შეიცავს 11 % ცხიმს, 5,3 % ცილას და 3,6 % რძის შაქარს. მაკეობა გრძელდება 9 თვეს. შობს 1 ნაშიერს. შეყვანილია ზოგიერთ არქტიკულ კუნძულებზე (შპიცბერგენი, ნუნივაკი, ნელსონი) და ალასკაზე.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში