ხალდეჭალა — მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მყინვარ ხალდეზე, ზღვის დონიდან 2500 მ სიმაღლეზე. სოფელ ლალხორთან მარჯვენა მხრიდან ერთვის მდინარე ენგურს. სიგრძე 10 კმ. საზრდოობს მყინვარისა და თოვლის წყლით.
ლიტერატურა