ხათუნა კოტრიკაძე (დ. 31 ივლისი, 1955 — გ. 15 თებერვალი, 2024[1]) — ქართველი მსახიობი.
პოპულარობა მოიპოვა ეკა ბერიძის როლით ფილმში „მხიარული რომანი” (რეჟისორი ლევან ხოტივარი, 1972). მონაწილეობა აქვს ასევე მიღებული ფილმებში — „მოიტაცეს თამარ ქალი” (რეჟისორი ლეილა გორდელაძე, 1971) და „მეთხუთმეტე ზაფხული” (რეჟისორი სოსო ჩხაიძე, 1971). მას შემდეგ სასცენო მოღვაწეობას ჩამოშორდა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო