ხავიერ „ჩიჩარიტო“ ერნანდეს ბალკასარი (ესპ. Javier Hernández Balcázar; დ. 1 ივნისი, 1988) — მექსიკელი ფეხბურთელი, ლევერკუზენის „ბაიერისა“ და მექსიკის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.
მისი კარიერა დაიწყო 2006 წელს, მექსიკურ კლუბ „გუადალახარაში“, სადაც იგი თამაშობდა მანამ, სანამ გახდებოდა პირველი მექსიკელი ფეხბურთელი, რომელიც მაჩესტერ იუნაიტედს შეუერთდა, 2010 წლის ივლისში. მანჩესტერში მცირე სათამაშო დროის გამო 2014-2015 წლების სეზონი იჯარით „მადრიდის რეალში“ გაატარა. 2015 წლის აგვისტოში ის ბუნდესლიგის კლუბ „ლევერკუზენში“ გადავიდა.
ერნანდესის დებიუტი მექსიკის ნაკრებში 2009 წლის სექტემბერში კოლუმბიის წინააღმდეგ შედგა. მან ეროვნულ ნაკრებში ითამაშა ორ მსოფლიო ჩემპიონატზე. ის მექსიკის ნაკრებში გატანილი ბურთების რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს.
სქოლიო