|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭობარეთი.
|
ჭობარეთი — მდინარე საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფარავანის მარჯვენა შენაკადი. სათავე თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2355 მ სიმაღლეზეა. სიგრძე 23 კმ, აუზის ფართობი 106 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე ახასიათებს წყალდიდობა, წყალმცირობა — წლის დანარჩენ დროს.
საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,85 მ³/წმ.
ლიტერატურა