ჭიმღისმაღალი[1][2] — მთა საქართველოსა და რუსეთის (ინგუშეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების არმხი-სნოსწყლისა და ასის წყალგამყოფ კიდეგანის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3851 მ. ჭიმღისმაღალი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. აქვს კლდოვანი ციცაბო კალთები. მთის კალთების ქვემო ნაწილში ალპური მდელოებია, ზემოთ — სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტი.
ლიტერატურა
სქოლიო