წყლის სამყურა (ლათ. Menyanthes) — მცენარეთა გვარი წყლისსამყურასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია, გვარის ერთადერთი სახეობა - Menyanthes trifoiiata ჭაობის ტიპური მცენარეა და გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტყის ზონაში. საქართველოში გვხვდება კოლხეთის დაბლობისა და მთის ტორფიან ჭაობში.
ფოთლები შეიცავს C ვიტამინს, მწარე გლიკოზიდებს, ალკალოიდებს და ფლავინოიდებს. სამკურნალოა, ხმარობენ მადის მომგვრელად. ფოთლების ექსტრატს იყენებენ მწარე ლიქიორის , ნარინჯის არაყისა და ლუდის წარმოებაში. ფოთლებიდან იღებენ მწვანე საღებავს.
წყლის სამყურას განამარხებული თესლი ნაპოვნია უძველეს დანალექებში მიოცენიდან მოყოლებული მეოთხეულ პერიოდამდე.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში