ძლევიჯვარი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში (გიგანტი თემი[1]). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე აღმოსავლეთ ფრონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 730 მეტრი, ქარელიდან 9 კილომეტრზე.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 788 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1378 |
691 |
687
|
2014[1] |
788 |
394 |
394
|
ცნობილი ადამიანები
სოფელში დაიბადა ქართველი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი.
ლიტერატურა
სქოლიო