გედიმინასის კოშკი
ძველი ვილნიუსი (ლიეტ. Vilniaus Senamiestis , პოლ. Stare Miasto w Wilnie ) — ქალაქ ვილნიუსის უძველესი ნაწილი, რომელიც მდებარეობს მდ. ნერისის (ლიეტ. neris ) მარცხენა სანაპიროზე, გედიმინასის კოშკის და შემორჩენილი კათედრალური ტაძრის ჩრ.-ით.
ერთ-ერთი მსხვილი ურბანიზაციული კომპლექსი აღმოსავლეთ ევროპაში , ფორმირებული შუა საუკუნეების დასაწყისიდან. მისი ფართობია — 3,59 კმ². მოიცავს 74 უბანს 70 ქუჩითა და შესახვევით, 1 487 შენობით და სულ 1 497 000 მ². დაკავებული ფართობით.
ლიეტუვის დედაქალაქის უძველესი ნაწილის ფორმირება ქალაქის ისტორიისა და სხვადასხვა კულტურათა გავლენის აღბეჭდვით საუკენეეთა განმავლობაში ხდებოდა. შენობები, რომლებიც განსხვავებულ არქიტექტურულ სტილებს მიეკუთვნებიან (გოთიკა , რენესანსი , კლასიციზმი , მოდერნიზმი ) ძველ ქალაქში მომიჯნაობენ და ერთმანეთს ავსებენ. აქ არის კათოლიკური , ლუთერანული და მართლმადიდებლური ტაძრები , მუზეუმები , სასწავლო დაწესებუებები, საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, მაღაზიები. ასევე შენობები, რომლებიც წარმოადგენენ კულტურისა და არქიტექტურის ძეგლებს.
იუნესკომ აღიარა ძველი ქალაქის უნივერსალური ფასეულობა და ორიგინალურობა; ძველი ვილნიუსი 1994 წელს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობათა სიაში იქნა შეტანილი.
გალერეა