ჩრდილოეთი პროვინცია (სინჰალ. උතුරු පළාත Uturu Paḷāta, ტამილ. வட மாகாணம் Vaṭakku Mākāṇam) — შრი-ლანკის ცხრა პროვინციიდან ერთ-ერთი. პროვინცია არსებობს XIX საუკუნიდან, თუმცა ოფიციალური სტატუსი მხოლოდ 1987 წელს, შრი-ლანკის კონსტიტუციის მეცამეტე შესწორების შედეგად პროვინციების საბჭოების დამტკიცების შემდეგ მიიღო.[1][2] პროვინცია მესამე ადგილზეა ფართობის მხრივ, თუმცა მოსახლეობის მიხედვით შრი-ლანკის პროვინციებს შორის უკანასკნელ, მეცხრე ადგილს იკავებს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჯაფნა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო