ჩიჩხიტურის მონასტერი

ჩიჩხიტურის მონასტრის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ჩიჩხიტურის მონასტერი — მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე.

ისტორია

ჩიჩხიტურის შესახებ წერილობით წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში უაღრესად მწირი ცნობებია დაცული. გარეჯის მთის აღწერისას, ვახუშტი ბატონიშვილი აქ მოქმედ ოთხ მონასტერთან დაკავშირებით ამბობს, რომ დავითგარეჯასა (ანუ დავითის ლავრასა) და ნათლისმცემელში ზის არქიმანდრიტი, ხოლო ჩიჩხიტურსა და ბერთუბანში – წინამძღვარი[1][2].

მონასტერში შემორჩენილია სრულიად უნიკალური ფრესკული მოხატულობა. ამჟამად მონასტრის ტერიტორია, ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტერთან ერთად, სადავოა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის[3].

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ლადო მირიანაშვილი, ჩიჩხიტურის მონასტერი და მისი უცნობი კედლის მხატვრობა
  2. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ., 1973 წ. გვ., 332
  3. ლ. მირიანაშვილი, „საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრის ცვლილების ისტორია XX საუკუნეში“ ჟურნალი „კავკასიოლოგიური ძიებანი“ #1, 2009, გვ. 493–501