ჩიკიტოსის პროვინცია (ესპ. Provincia de Chiquitos) — პროვინცია ბოლივიაში, სანტა-კრუსის დეპარტამენტის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქია სან-ხოსე-დე-ჩიკიტოსი.
პროვინცია შეიქმნა 1826 წლის 23 იანვარს, მარშალ ანტონიო ხოსე სუკრეს პრეზიდენტობის დროს.
მდებარეობს ბოლივიის დაბლობში. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაჭიმულია 500 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 220 კმ-ზე.
მოსახლეობა
2001-2005 წლებს შორის, პროვინციის მოსახლეობა 15 %-ით გაიზარდა, 59 754 ადამიანიდან 68 445-მდე.[1]
დაყოფა
პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| |
|
|