ჩარლზ ერნესტ გრესლი (ინგლ.Charles Ernest Grassley; დ. 17 სექტემბერი, 1933) — ამერიკელი პოლიტიკოსი, რესპუბლიკური პარტიის წევრი. იკავებს აშშ-ის სენატის დროებითი პრეზიდენტის თანამდებობას, წარმოადგენს აიოვას შტატს აშშ-ის სენატში. სენატორად პირველად აირჩიეს 1980 წელს.
სენატორობამდე, გრესლი იყო აიოვას შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრი (1959–1975) და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი (1975–1981). სამჯერ იყო სენატის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარე.[1][2] 2019 წლის 3 იანვარს, როდესაც სენატორ ორინ ჰათჩს უფლებამოსილებანი შეუწყდა, გრასლი გახდა ყველაზე „გამოცდილი“ რესპუბლიკელი სენატში და შესაბამისად, დაიკავა სენატის დროებითი პრეზიდენტის თანამდებობა.[3][4]