ჩათყალის ქედი — ქედი დასავლეთ ტიან-შანში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ფერღანის ველს. სიგრძე დაახლოებით 200 კმ. საშუალო სიმაღლე 3500 მ, მაქსიმალური — 4503 მ. აგებულია ფიქლებით, კირქვებითა და გრანიტებით. ქედის ჩრდილოეთი კალთა მოკლე და ციცაბოა, სამხრეთი — უფრო დამრეცია და შემოსილია კაკლის, ტიან-შანის ნაძვის, სოჭისა და ღვიის რაყებით, ზევით მდელოა.
ლიტერატურა