|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფრონე.
|
შუა ფრონე[1] — მდინარე საქართველოში, თიღვისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, ფცის ერთ-ერთი შემდგენელი. სათავე აქვს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1765 მ-ზე. სიგრძე 34 კმ, აუზის ფართობი 177 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, არამდგრადი წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან — 1,36 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.[2]
სქოლიო