შირაზი (სპარს. شیراز) — ქალაქი სამხრეთ ირანში, ფარსის ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი, ირანში მოსახლეობის მხრივ რიგით მეექვსე ქალაქი; 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 1,711,186 კაცს.
ქალაქი განლაგებულია ზაგროსის მთიანეთში, 1500 მეტრზე ზღვის დონიდან.
ისტორია
სასანიანთა დროს შირაზის ადგილას იყო დასახლება. როგორც ქალაქი დააარსეს არაბებმა VII საუკუნეში. X-XI საუკუნის შუა წლებიდან ბუიდების სახელმწიფოს ერთ-ერთი ცენტრია. XIV საუკუნეში ორჯერ დაიპყრო თემურლენგმა. XIV-XV საუკუნეებში ცნობილი იყო შირაზის სამინიატურო სკოლა. XVIII საუკუნის II ნახევარში ზენდების დროს გახდა ირანის დედაქალაქი. შირაზი საადისა და ჰაფეზის სამშობლოა. შირაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით 50 კმ დაშორებით არის პერსეპოლისის ნანგრევები. ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ციხესიმაგრის კედლები და სხვა. შირაზის მახლობლად არის საადის მავზოლეუმი.
ლიტერატურა
სქოლიო