შიმშილობა (ინგლ. Hunger) — სტივ მაკ-კუინის პირველი მხატვრული ფილმი. ესაა ისტორიულ-ბიოგრაფიული დრამა, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. მაკ-კუინმა ამ ფილმისთვის მიიღო ოქროს ვიდეოკამერა.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმში ასახულია ბობი სენდსის ცხოვრების უკანასკნელი ექვსი კვირა. სენდსი ირლანდიის რესპუბლიკური არმიის წევრია. 1977 წელს მას ასამართლებენ და მიუსჯიან 14 წელს იმ იარაღის ფლობისთვის, რომლისგანაც ესროლეს პოლიციელებს. სენდსი შიმშილობას გამოაცხადებს. მას რამდენიმე მიზანი აქვს: სურს მიეღო უფლება, არ ატაროს ციხის სამოსი, არ იმუშაოს, მიიღოს ამანათები და მთავარი: მიაღწიოს იმას, რომ ყველა პატიმარი, რომელიც „ირა“-ს წევრია, ცნონ პოლიტპატიმრად ან სამხედრო ტყვედ და არა დამნაშავედ. ციხეში ყოფნისას სენდსს ირჩევენ ბრიტანეთის პარლამენტის წევრად. პარლამენტი დაუყოვნებლივ იღებს კანონს, რომელიც მსჯავრდებულებს დეპუტატად გახდომის უფლებას უკრძალავს. შიმშილობისგან დასუსტებული სენდსი ციხეში იღუპება.
რესურსები ინტერნეტში