შიდა ქალაქი (გერმ.Innere Stadt) — ვენის I მუნიციპალური უბანი (1. Bezirk). ის არის ქალაქის ისტორიული ცენტრი. 1850 წლამდე, სანამ ვენა გაფართოვდებოდა, მისი საზღვრები ემთხვეოდა დღევანდელი შიდა ქალაქის საზღვრებს. ტრადიციულად ის იყოფა ოთხ ნაწილად, რომლებიც ქალაქის ძირითად გასასვლელებს ემთხვეოდა. ესენია: Stubenviertel (ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი), Kärntner Viertel (სამხრეთ-აღმოსავლეთი), Widmerviertel (სამხრეთ-დასავლეთი) და Schottenviertel (ჩრდილოეთ-დასავლეთი).
შიდა ქალაქს ყოფილი გალავნის ადგილას დღეს რინგშტრასე უვლის გარს. აქ დასაქმებულთა რიცხვი შეადგენს 100,745-ს, რაც ვენის სხვა უბნების მაჩვენებელზე მაღალია. ამის მიზეზი ტურიზმი და იქ განთავსებული ფირმების სათავო ოფისებია.