შიაულიაი (ლიეტ.Šiauliai(?·i), პოლ.Szawle) — მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (128 ათ. კაცი) მეოთხე ქალაქი ჩრდილოეთ ლიეტუვაში. შიაულიაის მაზრისა და შიაულიაის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
შიაულიაი არის მნიშვნელოვანი სამრეწველო და კულტურული ცენტრი. ქალაქში მდებარეობს შიაულიაის უნივერსიტეტი, დრამატული თეატრი და რამდენიმე მუზეუმი, რომელთა შორის აღსანიშნავია: ველოსიპედების, ფოტოგრაფიის, რადიო-ტელევიზიისა და კატების მუზეუმები.
ისტორია
ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1236 წელს ჯვაროსნებთან დაკავშირებით, ხოლო როგორც ქალაქი ნახსენებია 1524 წელს სიგიზმუნდ I-ის სიგელში.