შაფაქ ფავეი (თურქ. Şafak Pavey; დ. 10 ივლისი 1976, ანკარა, თურქეთი)[1] — თურქი დიპლომატი, მიმომხილველი და პოლიტიკოსი. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის წევრი ძირითადი ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტიიდან (CHP). წარმოადგენს სტამბოლის პროვინციას.[2] იგი არის პირველი ინვალიდი ქალბატონი არჩეული თურქეთის პარლამენტში, გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კომიტეტის წევრი.[3][4] 2012 წელს, ფავეიმა მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო მამაც ქალთა ჯილდო.[5]
ბიოგრაფია
ფავეი დაიბადა 1976 წლის 10 ივლისს, ანკარაში, შაჰინ და აიშე იონალის ოჯახში, რომელიც ცნობილი მწერალი და ჟურნალისტია. 1994 წელს, მეუღლესთან ერთად გადავიდა შვეიცარიაში, რომ შეესწავლა ხელოვნება და ფილმის ხელოვნება. 1996 წელს, ციურიხში მატარებლის ავარიაში მოყვა, სადაც დაკარგა მარცხენა მკლავი და მარცხენა ფეხი. ერთი წლის შემდეგ გადავიდა ლონდონში, განათლების გაგრძელების მიზნით. სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს ვესტმინსტერის უნივერსიტეტში და დაასრულა ასპირანტურა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში.[6]
კარიერა
ფავეი მუშაობდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისში, სადაც პასუხისმგებელი იყო საგარეო ურთიერთობათა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ალჟირი, ეგვიპტე, ირანი, ლიბანი და სირია. მუშაობდა UNHCR ცენტრალური ევროპის პრეს-სპიკერად უნგრეთში და მოგვიანებით, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს მდივნად გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარის ოფისში.[7]
მუშაობდა მიმომხილველად სტამბოლის სომხურ-თურქულ ორენოვან ყოველკვირეული გაზეთში Agos და სამი წიგნის ავტორია. განახორციელა ერთობლივი პროექტები ჰარვარდის უნივერსიტეტთან, ლონდონის ხელოვნების სამეფო აკადემიასთან და ნორვეგიის დიზაინის საბჭოსთან ერთად ინკლუზიურ/უნივერსალურ დიზაინზე და იძულებით გადაადგილებულ პირებთან. წიგნი 13 Numaralı Peron (13 ნომრიანი პლატფორმა), რომელიც მოგვითხრობს მატარებლის ავარიის გამოცდილებას, დაწერილი დედამისთან, აიშე იონალთან ერთად, გახდა საუკეთესო გამყიდვადი წიგნი თურქეთში. თანამშრომლობდა მწერალთან და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატთან შირინ ებადისთან, წიგნზე "ლტოლვილთა უფლებები ირანში".[8]
მას შემდეგ, რაც თხუთმეტი წელი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, 2011 წელს ფავეიმ დაბრუნდა თურქეთში და გახდა პარლამენტარი. ფავეიმ დატოვა თავისი პოზიცია გაეროში 2012 წელს, როდესაც იგი აირჩიეს სტამბოლის პროვინციის დეპუტატად რესპუბლიკური პარტიიდან, ამით ფავეი გახდა პირველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი დეპუტატი თურქეთის პარლამენტში.[9]
ჯილდოები
სქოლიო