შარხოხი — ვულკანური მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთის აღმოსავლეთ ნაწილში, ყელის ზეგანზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3303 მ. შეფარდებითი სიმაღლე 300 მ-ს აღწევს. წარმოადგენს ვულკანურ კონუსს. აქვს ჩრდილოეთისაკენ წაგრძელებული კონუსის ფორმა. გაწოლილია შადილხოხის სამხრეთით.
რესურსები ინტერნეტში