„ყვავილები ელჯერნონისთვის“ |
---|
Flowers for Algernon |
ავტორი |
დენიელ კიზი |
---|
ქვეყანა |
აშშ |
---|
ენა |
ინგლისური |
---|
გამოცემის თარიღი |
მარტი, 1966 (როგორც მოთხრობა) |
---|
გვერდი |
311 |
---|
ISBN |
0-15-131510-8 |
ყვავილები ელჯერნონისთვის (ინგლ. Flowers for Algernon) — ამერიკელი მწერლის, დენიელ კიზის მოთხრობა. მიღებული აქვს ჰიუგოსა და ნებულას პრემიები.
ელჯერნონი ლაბორატორიის თეთრი თაგვია, რომელსაც ინტელექტის გასაუმჯობესებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ისტორია მოთხრობილია მთავარი პერსონაჟის, ჩარლი გორდონის მიერ გაკეთებული ჩანაწერებით, რომელიც პირველი ადამიანი გახდა, რომელსაც აღნიშნული ოპერაცია ჩაუტარეს. მოთხრობაში აღწერილია მისი პროგრესი და ხაზი ესმევა ეთიკურ და მორალურ საკითხებს, მათ შორის გონებრივი ჩამორჩენის მკურნალობას.[1]
შინაარსი
ჩარლი გორდონი, 32 წლისაა, ხოლო მისი IQ-ს 68-ს აღწევს. მისმა ბიძამ უშოვა მას მარტივი სამსახური საცხობში (დამლაგებლად), რათა ჩარლის არ მოუწიოს ცხოვრება უორენის სახელმწიფო თავშესაფარსა და სასწავლო სკოლაში. საკუთარი თავის გაუმჯობესების სურვილით, ჩარლი ესწრება კითხვისა და წერის გაკვეთილებს, რომელსაც ასწავლის მის ელის კინიანი, ბიკმანის კოლეჯის ცენტრში გონებრივად ჩამორჩენილი ზრდასრულებისთვის. ორი მკვლევარი ბიკმანში, პროფესორი ნემური და დოქტორი შტრაუსი, ეძებენ ადამიანს, რომელზეც სურთ სცადონ ახალი ქირურგიული ტექნიკა, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტის გაზრდას. მათ უკვე ჩაუტარეს ოპერაცია თაგვს, სახელად ელჯერნონს, რამაც გამოიწვია მისი გონებრივი მუშაობის მკვეთრი გაუმჯობესება. ელისის რეკომენდაციისა და ჩარლის მოტივაციის საფუძველზე, ნემურმა და შტრაუსმა აირჩიეს ჩარლი, რათა პროცედურა მას ჩატარებოდა. ოპერაცია წარმატებულია და ჩარლის IQ მომდევნო სამი თვის განმავლობაში აღწევს 185-ს. ამავდროულად, იგი იწყებს თავისი ბავშვობის გახსენებას და ახსენდება, რომ დედამისი როუზი ფიზიკურად ძალადობდა მასზე და ფულს ფლანგავდა მისი შეზღუდული შესაძლებლობების ყალბ მკურნალობებზე, მაშინ როცა მისი უმცროსი და ნორმა მის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი. როგორც კი ჩარლის ინტელექტი, განათლება და სამყაროს შეცნობის უნარი იზრდება, მისი ურთიერთობები ადამიანებთან უარესდება. მისი თანამშრომლები საცხობში, რომლებიც ადრე მის ხარჯზე ერთობოდნენ, ახლა შიშს და შურს გრძნობენ მისი გაზრდილი ინტელექტის მიმართ და არწმუნებენ უფროსს, რომ ჩარლი სამსახურიდან გაათავისუფლოოს. ელისი ურთიერთობას იწყებს ჩარლისთან, მაგრამ შემდეგ წყვეტს მას, როცა აცნობიერებს, რომ აღარ შეუძლია მასთან კავშირის დამყარება და ამბობს, რომ მისმა ინტელექტმა შეცვალა მისი პიროვნება. მოგვიანებით, ჩარლი კარგავს ნდობას შტრაუსის და განსაკუთრებით ნემურის მიმართ, რადგან სჯერა, რომ ოპერაციამდე მათ ის ლაბორატორიულ საცდელ სუბიექტად მიიჩნიეს და არა ადამიანად. ჩიკაგოში სამეცნიერო კონფერენციაზე ყოფნისას, ჩარლი თავს დამცირებულად გრძნობს, როცა მას როგორც ექსპერიმენტის შედეგს ეპყრობიან და იქიდან ელჯერონთან ერთად გარბის. ფეი ლილმანი, მისი მეზობელი, ახერხებს შეამსუბუქოს მისი მარტოობა, მაგრამ ეს მხოლოდ ვნებაა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოფიციანტთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ჩარლი შთაგონებულია გააგრძელოს ნემურისა და შტრაუსის ექსპერიმენტი და განაცხადს აკეთებს გრანტზე. თუმცა, ის ამჩნევს, რომ ელჯერნონი იწყებს არასტაბილურად ქცევას. თავის კვლევაში, ის აღმოაჩენს ხარვეზს ნემურისა და შტრაუსის პროცედურაში, რაც მიანიშნებს, რომ მას შეიძლება დაეკარგოს ინტელექტი და შესაძლოა დაუბრუნდეს წინა მდგომარეობას. სანამ ეს მოხდება, ჩარლი აქვეყნებს თავის აღმოჩენებს „ელჯერნონ-გორდონის ეფექტის“ სახელით, როგორც კი ელჯერონი კვდება. როგორც კი ჩარლი იწყებს რეგრესს და დაბრუნებას თავის ყოფილ გონებრივ მდგომარეობაში, ის პოულობს თავის ოჯახთან. როუზი, რომელიც კვლავ ცხოვრობს ოჯახის ძველ სახლში ბრუკლინში, დემენციით არის დაავადებული და მას მხოლოდ მოკლე ხნით ცნობს. მისი მამა მეთი, რომელმაც წლების წინ გაწყვიტა კონტაქტი ოჯახთან, საერთოდ ვერ ცნობს მას. მას მხოლოდ ნორმასთან შეუძლია ხელახლა დაკავშირება, რომელიც როუზს უვლის, მაგრამ ჩარლი მათთან დარჩენაზე უარს ამბობს. ჩარლი კვლავ დაიწყებს ურთიერთობას ელისთან მაგრამ მისი ინტელექტის კლების და მძიმე ემოციურ იმდგომარეობის გამო თავადვე გაწყვეტს. ამის შემდგომ ჩარლი დოქტორ სტრაუსთანაც წყვეტს კონტაქტს. იმაზე ფიქრით რომ ძველ მდგომარეობაში დაბრუნებული მეგობრებისა და თანამშრომლებისგან შესაბრალი იქნებოდა, გადაწყვეტს უორენის სახელმწიფო თავშესაფარში გადასვლას. თავის უკანასკნელ ანგარიშში კი ითხოვს რომ ვინმემ მიიტანოს ყვავილები ელჯერონის საფლავზე.
სქოლიო