ყაზახ-თოუზის ეკონომიკური რეგიონი (აზერ.Qazax-Tovuz iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის 14 ეკონომიკური რეგიონიდან ერთ-ერთი. მოიცავს აღსტაფას, გედაბაის, ყაზახის, შამქორისა და თოუზის ადმინისტრაციულ რეგიონებს.
ყაზახ-თოუზის ეკონომიკური რეგიონი შეიქმნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2021 წლის 7 ივლისის ბრძანებულებით „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ეკონომიკური რეგიონების ახალი დაყოფის შესახებ“[1].