ღვთისმშობლის ხატის პირველი გამოსახულების შექმნა ლუკა მახარებლის სახელს უკავშირდება, რომელმაც ოთხი ხატი შექმნა:
პირველი - „ელეუსას“, (მოწყალე) ღვთისმშობელი. ამ ხატში ყრმა იესო დედას ლოყით ეხება, სწორედ ამიტომ მასში ხაზგასმულია ადამიანური გრძნობა სითბოსი სიყვარულის განცდისა.
მეორე - „ოდიგიტრია“ (გზის მაჩვენებელი), სადაც ღვთისმშობელს მარცხენა ხელზე ყრმა უზის. მას რეპრეზენტაციული, ანუ წარდგინებითი ხატიც ეწოდება. მასში ხაზგასმულია ღვთაებრიობა ყრმისა, მისი დანიშნულება.
მესამე - „ორანტა“ (მვედრებელი) - ხატი იესო ქრისტეს გარეშე, როდესაც ღვთისმშობელს ხელები გაწვდილი აქვს და ევედრება მაცხოვარს, ადამიანთა შეცოდების, შენდობისა და მათი სულების ხსნისთვის.
მეოთხე კი - „აგიოსორიტისა“ ან დეისუსი (მოწყალე) ხატი, სადაც ყრმა იესოს ღვთისმშობლის კისერზე ხელი აქვს შემოხვეული. ეს გამოსახულება მსხვერპლის იდეის მატარებელია, სადაც ხაზგასმულია წინასწარი განცდა ტანჯვისა და ჯვარზე გაკვრისა.