ქსეროფიტები (ბერძ.ξερός — „მშრალი“ და φυτόν — „მცენარე“) — მცენარეები, რომლებიც შეგუებული არიან მშრალ ადგილსამყოფელში ცხოვრებას. აქვთ უნარი, რომ ონტოგენეზის პროცესში შეეგუონ წყლით მომარაგებაში შეფერხებებს. ისინი ფიზიოლოგიურად ერთფეროვან ჯგუფს არ წარმოადგენენ. ზოგიერთ მათგანს ტრანსპირაციის დაბალი ინტენსივობა ახასიათებს, ზოგიერთს პირიქით — მაღალი ინტენსივობა. გვალვაამტანობა ხორციელდება სხვადასხვა ფიზიოლოგიური გზით. ქსეროფიტების კლასიფიკაცია დეტალურად შეისწავლა პ. ა. ჰენკელმა.[1]