ქენდირი (Trachomitum) — მცენარეთა გვარი ქენდირისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია ან ნახევრად ბუჩქებია, ევრაზიული გვარია.
საქართველოში იზრდება მისი 2 სახეობა: T. sarmatiense და T. armenum. პირველი მთის ქვედა სარტყლის ტენიან ადგილებზე გვხვდება ქართლსა და კახეთში, მეორე მდინარეთა სანაპიროზე მესხეთში; საქართველოს გარეთ იმიერკავკასიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, აღმ. ანატოლიასა და ირანში.
ქენდირს აქვს ღია ფერის გრძელი და მაგარი ბოჭკოები, რომელთაც წინათ სართავად ხმარობდნენ.
ლიტერატურა
- ლ. ხინთიბიძე, ქსე, ტომი X, გვ. 501, სტატია „ქენდირი“, თბ. 1986.