გროვის შემადგენელი მრავალი კაშკაშა გალაქტიკა, მათ შორის ელიფსური გალაქტიკა მესიე 87 1770-1780-იან წლებში აღმოაჩინეს, რომლებიც შემდეგ თანდათან შევდინენ ფრანგი ასტრონომის, შარლ მესიეს კატალოგში. მესიე მას აღწერდა როგორც ნისლეულსვარსკვლავების გარეშე; მისი რეალური ბუნების შესახებ მხოლოდ 1920-იან წლებში გახდა ცნობილი.
გროვა ქალწულის თანავარსკვლავედში დაახლოებით 8 გრადუსზეა გადაჭიმული. შემადგენელი გალაქტიკების დიდი ნაწილის ხილვა პატარა ტელესკოპებითაც შესაძლებელია. მისი ყველაზე კაშკაშა ობიექტია ელიფსური გალაქტიკა მესიე 49. თუმცა, მისი ყველაზე ცნობილი ობიექტი ასევე ელიფსური გალაქტიკა მესიე 87-ია, რომელიც გროვის ცენტრში მდებარეობს.
მახასიათებლები
გროვა სპირალებისა და ელიფსების წმინდად ჰეტეროგენული ნაზავია.[4] 2004 წლის მონაცემებით, მიჩნეულია, რომ სპირალური გალაქტიკები გადაჭიმულია წაგრძელებულად, ირმის ნახტომის მიმართულებით.[5] ელიფსური გალაქტიკები უფრო ცენტრშია თავმოყრილი.
გროვა შედგება მინიმუმ სამი ქვეგროვისგან: ქალწული A, რომლის ცნეტრიც არის M87, ქალწული B — M49-ის გარშემო, ასევე დაბალი სიჩქარის ღრუბელი, რომლის ცენტრშიც განთავსებულია სპირალური გალაქტიკა NGC 4216.[6]
ქალწული A შედგება ელიფსური, ლინზისებრი და მწირი გაზის მქონე სპირალური გალაქტიკებისგან.[7]
ეს სამი გროვა ამჟამად შერწყმის პროცესშია, რის შედეგადაც შეიქმნება უფრო დიდი, ცალკეული გროვა; შემოსაზღვრულია შედარებით პატარა გალაქტიკური ღრუბლებით, რომლებიც ძირითადად სპირალური გალაქტიკებისგან შედგება და ეს უკანასკნელნი მასთან შერწყმის პროცესში არიან.[8] გარდა ამისა, ქალწულის გროვასთან გრავიტაციულად დაკავშირებულია სხვა ახლომდებარე გალაქტიკები და გალაქტიკათა ჯგუფები, რომლებიც მას მომავალში შეერწყმება.[9] ეს ყველაფერი კი იმის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ ქალწულის გროვა საკმაოდ ახალგაზრდაა და ამჟამად ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში იმყოფება.[8]
გროვის შემადგენელი გალაქტიკების დიდი ნაწილი პეკულარული სიჩქარით ხასიათდება, რომლებიც გროვის ცენტრის გარშემო 1 600 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობენ.
ქალწულის გროვა მდებარეობს ქალწულის ზეგროვაში, რომლის გრავიტაციული ეფექტიც ახლომდებარე გალაქტიკებზეც ვრცელდება.
გროვათშორისი მატერია
მრავალი სხვა გალაქტიკების გროვების მსგავსად, ქალწულის გალაქტიკათშორისი მატერია სავსეა ცხელი, გაუხშოებული პლაზმით, რომლის ტემპერატურაც 30 მილიონი კელვინია და გამოყოფს რენტგენის გამოსხივებას.[10] გალაქტიკათშორის მატერიაში შემჩნეულია მრავალი გალაქტიკათშორისი ვარსკვლავი[11] (გროვაში არსებულ ვარსკვლავთა რაოდენობაზე 10%-ით მეტი),[12] ასევე პლანეტური ნისლეულები,[13] რომლებიც სავარაუდოდ, მშობლიური გალაქტიკებიდან სხვა გალაქტიკების ურთიერთქმედებამ გამოაგდო;[12] ასევე შეიცავს გლობულათა გროვებს,[14][15][16] შესაძლოა ჯუჯა გალაქტიკებსაც[16] და სავარაუდოდ მინიმუმ ერთ ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონსაც.[17]
↑Mei, Simona; Blakeslee, John P.; Côté, Patrick; Tonry, John L.; West, Michael J.; Ferrarese, Laura; Jordán, Andrés; Peng, Eric W.; Anthony, André; Merritt, Davi (2007). „The ACS Virgo Cluster Survey. XIII. SBF Distance Catalog and the Three-dimensional Structure of the Virgo Cluster“. The Astrophysical Journal. 655 (1): 144–162. arXiv:astro-ph/0702510. Bibcode:2007ApJ...655..144M. doi:10.1086/509598.
↑
1 Boselli, A.; Voyer, E.; Boissier, S.; Cucciati, O.; Consolandi, G.; Cortese, L.; Fumagalli, M.; Gavazzi, G.; Heinis, S.; Roehlly, Y.; Toloba, E. (2014). „The GALEX Ultraviolet Virgo Cluster Survey (GUViCS). IV. The role of the cluster environment on galaxy evolution“. Astronomy & Astrophysics. 570: A69. arXiv:1407.4986. Bibcode:2014A&A...570A..69B. doi:10.1051/0004-6361/201424419. A69.
↑
Chamaraux, P.; Balkowski, C.; Gerard, E. (1980). „The H I deficiency of the Virgo cluster spirals“. Astronomy & Astrophysics. 83 (1–2): 38–51. Bibcode:1980A&A....83...38C.
↑Tully, R. B.; Shaya, E. J. (1984). „Infall of galaxies into the Virgo cluster and some cosmological constraints“. Astrophysical Journal. 281: 31–55. Bibcode:1984ApJ...281...31T. doi:10.1086/162073.
↑Lea, S. M.; Mushotzky, R.; Holt, S. S. (1982). „Einstein Observatory solid state spectrometer observations of M87 and the Virgo cluster“. Astrophysical Journal. 262 (1): 24–32. Bibcode:1982ApJ...262...24L. doi:10.1086/160392.
↑Ferguson, H. (1997). „Intergalactic Stars in the Virgo Cluster“. HST proposal: 7411. Bibcode:1997hst..prop.7411F.
↑Takamiya, Marianne; West, Michael; Côté, Patrick; Jordán, Andrés; Peng, Eric; Ferrarese, Laura (2009). „IGCs in the Virgo Cluster“. Globular Clusters - Guides to Galaxies, Eso Astrophysics Symposia, Volume. Eso Astrophysics Symposia: 361–365. Bibcode:2009gcgg.book..361T. doi:10.1007/978-3-540-76961-3_83. ISBN978-3-540-76960-6.
↑Durrell, Patrick R.; Accetta, K.; Feldmeier, J. J.; Mihos, J. C.; Ciardullo, R.; Peng, E. W.; Members of the NGVS team (2010). „Searching for Intracluster Globular Clusters in the Virgo Cluster“. Bulletin of the American Astronomical Society. 42: 567. Bibcode:2010AAS...21547814D.
↑Gerhard, Ortwin; Arnaboldi, Magda; Freeman, Kenneth C.; Okamura, Sadanori (2002). „Isolated Star Formation: A Compact H II Region in the Virgo Cluster“. The Astrophysical Journal. 580 (2): L121–L124. arXiv:astro-ph/0211341. Bibcode:2002ApJ...580L.121G. doi:10.1086/345657.