ფულანი იგივე: ფული, ფულფულდე, პელი (ფულანი: Fulfulde, Pulaar, Pular; ფრანგ. Peul) — აფრიკაში მოსახლე ხალხის ფულბეს ენა, მიეკუთვნება დასავლურაფრიკულ ენებს. აფრიკის ზოგიერთ რეგიონებში (კამერუნი, გვინეა) გამოიყენება როგორც ეთნოსთაშორის კომუნიკაციის საშუალება. დამწერლობა ლათინურ გრაფიკაზეა.
ზოგადი ცნობები
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: 22 მლნ
- სახელწოდება: en - Fulfulde; eo - Fula
- დამწერლობა: ლათინური
ფულანს დიალექტების სამი დიდი ჯგუფი აქვს: დასავლური - სენეგალსა და გვინეაში, ცენტრალური - მალისა და ბურკინა ფასოში, აღმოსავლური - კამერუნში. ერთიანი ლიტერატურული ნორმა არ არსებობს, თუმცა არის სამწერლო ტრადიციების კერები. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან შეიქმნა დამწერლობა ლათინურის ბაზაზე.
სტატუსი
გავრცელების არეალი:
ნიგერია, გვინეა, სენეგალი, მალი, ნიგერი, კამერუნი, ბურკინა-ფასო.
ლექსიკა
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა - No ngoola daa
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - A jaraama
- გმადლობთ - Jaaraama
- კი / არა - Ee; Qeeyi / Ala
- გეთაყვა - Njaafodaa; Tino
- ნახვამდის - Mi yahee
რიცხვები
- 1 - go'o, 2 - d`id`-, 3 - tat-, 4 - nay-, 5 - jow-, 6 - joweego'o, 7 - joweed`id`-, 8 - joweetat-, 9 - joweenay-, 10 - sappo
ლიტერატურა
- McIntosh, Mary. Fulfude Syntax and Verbal Morphology. London: St Edmundsbury Press Lt, 1984. Print.
- Paradis, Carole. Lexical Phonology and Morphology: The Nominal Classes in Fula. New York: Garland Publishing, Inc, 1992. Print.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Mikael Parkvall, "Världens 100 största språk 2007" (The World's 100 Largest Languages in 2007).