ფსიქო (ინგლ. Psycho) (აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს როგორც ფსიქოზი, ან გიჟი) — ალფრედ ჰიჩკოკის ფსიქოლოგიური თრილერი. გადაღებულია 1960 წელს მინიმალური დანახარჯებით. როლებს ასრულებენ ჯენეტ ლი, ვერა მაილზი და ენტონი პერკინსი. 1992 წლიდან ფილმი შეყვანილია ფილმების ეროვნულ რეესტრში.
ფილმი დაფუძნებულია რეალურად არსებული მკვლელის, ედ გეინის ისტორიაზე. ფილმი კომერციულად წარმატებული იყო და ჰიჩკოკის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.[1] გადაღებებისას ჰიჩკოკმა რამდენიმე შინაარსობრივ და ტექნიკურ ნოვაციას მიმართა. მთავარი გმირი ფილმის პირველ მესამედში იღუპება, ხოლო შხაპის სცენა კინოს ისტორიაში ყველაზე ხშირად განხილულ სცენად იქცა.
1998 წელს გამოვიდა ფილმის ახალი ვერსია, რომელიც ზუსტად იმეორებს წინამორბედის სიუჟეტს. მიუხედავად იმისა, რომ მასში მოვლენები გადმოტანილია ახალ დროში, მასში ასევე მეორდება ორიგინალური ფილმის კადრირება.
როლებში
ჯილდოები
„ფსიქო“ წარდგენილი იყო ოსკარის ოთხ ნომინაციაზე: ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის, ოსკარი საუკეთესო ოპერატურისთვის, ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში, ოსკარი საუკეთესო კოსტუმების დიზაინისთვის. ჯენეტ ლიმ მოიგო ოქროს გლობუსი ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| გადაღებული ფილმები |
1925-1929 | |
---|
| 1929-1939 | |
---|
| 1940-1947 | |
---|
| 1948-1963 | |
---|
| 1963-1976 | |
---|
|
---|
| დაკავშირებული | |
---|
|