ფრიკი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ხელოვნების მუზეუმთაგანია აშშ-ში, ძველ ხელოვანთა ერთობ მაღალი ხარისხის კოლექციით, რომელიც ყოფილი რეზიდენციის 16 გალერეაში არის გამოფენილი. ტილოები მრავალ გალერეაში დღესაც ფრიკის დიზაინის მიხედვით არის განლაგებული, თუმცა ამასთან წლების განმავლობაში დამატებული ახალი ხელოვნების ნიმუშებიც კოლექციას ფრიკის ესთეტიკის შესაბამისად ეხამება.
კოლექციაში შედის მთავარი ევროპელი მხატვრების ზოგიერთი ყველაზე უკეთ ცნობილი ნამუშევარი, ასევე მრავალი ქანდაკება და ფაიფურის ჭურჭელი. აქვეა ავეჯი, მინანქრის ნივთები და ხალიჩები. ფრიკის გარდაცვალების შემდეგ მისი ქალიშვილი ჰელენ კლეი ფრიკი კოლექციას აფართოებს და ამჟამად კოლექციის მესამედი 1919 წლის შემდეგ არის შესყიდული.