ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი ქალი
|
დაჯილდოების ლოგო
|
ჯილდო |
ჯილდო წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის ქალთა შორის
|
წარადგენს |
FIFA
|
ადგილმდებარეობა |
ციურიხი, შვეიცარია
|
პირველად გადაეცა |
1991
|
მიმდინარე მფლობელი |
ლიუსი ბრონზი
|
www.FIFA.com
|
ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი ქალი (ინგლ. The Best FIFA Women's Player) — ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდო, რომელიც ფიფა-ს მიერ გადაეცემა წლის საუკეთესო ფეხბურთელს ქალთა შორის. საუკეთესო ფეხბურთელის შერჩევა ხდება ფიფას წევრ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა მწვრთნელების და კაპიტნების გამოკითხვის საფუძველზე. თითოეულ პიროვნებას საშუალება აქვს დაასახელოს სამი პიროვნება და მიენიჭოს მათ 5, 3 ან 1 ქულა, გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ქულების საერთო რაოდენობის საფუძველზე. ფიფა-ს საუკეთესოთა დაჯილდოების ფარგლებში ასევე აჯილდოებენ საუკეთესო ფეხბურთელ ვაჟს, საუკეთესო მწვრთნელს, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ფეხბურთში, ასახელებენ წლის სიმბოლურ გუნდს, საუკეთესო გოლის ავტორს და სხვა.
ფიფა 1991 წლიდან ატარებდა საფეხბურთო დაჯილდოებას სახელწოდებით ფიფა-ს წლის ფეხბურთელი (ინგლ. FIFA World Player of the Year), რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ვაჟ ფეხბურთელებს გადაეცემოდა, ხოლო 2001 წლიდან ასევე აჯილდოებდნენ ფეხბურთელ ქალებსაც. 2016 წლიდან კი ფიფა-მ ახალი დაჯილდოება დააარსა, ამჯერად ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელის სახელწოდებით.
გამარჯვებულები
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში