B ჯგუფში თამაშები 12 ივნისიდან 22 ივნისამდე გაიმართა. ჯგუფი შედგებოდა არგენტინის, ნიგერიის, სამხრეთ კორეისა და საბერძნეთის ნაკრებებისგან. არგენტინის, ნიგერიის და საბერძნეთის ნაკრებები 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ (D ჯგუფში) ბულგარეთთან ერთად. მეორე რაუნდში გასვლა ნიგერიამ, არგენტინამ და ბულგარეთმა შეძლეს. ნიგერია და არგენტინა ასპარეზობას მალევე გამოეთიშა, წააგეს რა შესაბამისად იტალიასთან (1-2) და რუმინეთთან (2-3). ხრისტო სტოიჩკოვის ბულგარეთმა კი ნახევარფინალს უწია.
ჯგუფის გამარჯვებული A ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდა, ხოლო მეორეადგილოსანი A ჯგუფის პირველადგილოსანს.
თანამსაჯები: ჟოზე კარდინალი (პორტუგალია)
ბერტინო მირანდა (პორტუგალია)
მეოთხე მსაჯი: მარკო ანტონიო როდრიგესი (მექსიკა)
მეხუთე მსაჯი: ხოსე ლუის კამარგო (მექსიკა)