ულვა (ლათ. Ulva), ზღვის სალათა — მწვანე წყალმცენარეების გვარი ულვისნაირთა რიგისა. აქვს მთლიანი ან დატოტვილი, ორშრიანი, ფირფიტისებრი მწვანე თალუსი, რომლის სიგრძე 30—150 სმ. უსქესო გამრავლება ოთხშოლტიანი ზოოსპორებით ხდება, სქესობრივი — იზოგამიის ან ანიზოგამიის ტიპისაა, ფართოდაა გავრცელებული ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლების ზღვებში. ზოგიერთ ზღვისპირა ქვეყანაში საკვებად ხმარობენ.
ლიტერატურა