უდიები
უდიები [ 8] [ 9] , (თვითსახელწოდება — „უდი, უტი / уди, ути“) — კავკასიაში მცხოვრები ერთ-ერთი ავტოქთონი ხალხი. ისტორიული საცხოვრებელი ადგილი თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია. ამჟამად ცხოვრობენ რუსეთის , საქართველოს , აზერბაიჯანის , სომხეთის , ყაზახეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე. საერთო მოსახლეობა შეადგენს 8 440 კაცს. მიიჩნევიან კავკასიის ალბანელების შთამომავლებად.
მკვლევართა აზრით უდიების ხსენება ძველი დროიდან მოდის. ამის ძირითად საბუთად მოჰყავთ საისტორიო წყაროებში მოხსენებული სახელწოდება ბერძ. ούιτιοι , სომხ. ուտիք [ვიტიქ ] და სხვა. ფიქრობენ რომ ამ ტერმინით აღინიშნებოდა ძველი ალბანეთის ტერიტორიაზე მოსახლე ხალხი, რომელსაც დღეს უდიები ეწოდება[ 10] .
უდიები ქრისტიანობის მიმდევრები არიან (სომხური სამოციქულო ეკლესია და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ).
საქართველოში ძირითადად ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში ცხოვრობენ.[ 11] აზერბაიჯანში ცხოვრობდნენ სოფელ ვართაშენსა (დღევანდელი ოღუზი) და ნიჟში.[ 12]
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
კალანკატუაცი მ., ალვანთა ქვეყნის ისტორია, თბ, 1985
თ. შარაბიძე, ვინ არიან უდიები?!კრ. ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი, V, თბ., 2003
Удины: (Материалы для антропологии Кавказа) / А.А. Арутинов. - М.: Тип. С.П. Семёнова, 1905. - 136, [5] с.: рис.; табл. - (Известия Имп. общ. любителей естествознания, антропологии и этнографии, сост. при Имп. Моск. ун-те. Т. CVI . Труды антропологического отдела. Т. XXIII .)
Удины, Советский Энциклопедический Словарь. М., 1980, с. 1386
Кузнецов И., Удины, 2003, Библиотека “Вехи”, [1] დაარქივებული 2021-02-25 საიტზე Wayback Machine . .
John M. Clifton, Deborah A. Clifton, Peter Kirk, and Roar Ljÿkjell, The Sociolinguistic Situation of the Udi in Azerbaijan, SIL International, 2005 [2] დაარქივებული 2012-10-02 საიტზე Wayback Machine .
Wolfgang Sch., The cognitive dimension of clausal organization in Udi, 2000
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
↑ The Sociolinguistics Situation of the Udi in Azerbaijan დაარქივებული 2012-10-02 საიტზე Wayback Machine . - John M. Clifton, Deborah A. Clifton, Peter Kirk, and Roar Ljøkjell
↑ 2.0 2.1 „Ethnic Groups in Georgia # 3 – Udis“ . The Georgian Times. 2008-04-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-29. ციტირების თარიღი: 2008-04-17 .
↑ "Population by ethnic groups" დაარქივებული 2007-12-20 საიტზე Wayback Machine . The State Statistical Committee of the Republic of Azerbaijan
↑ Ethnical composition of the Population of the Russian Federation დაარქივებული 2010-06-16 საიტზე Wayback Machine . (2002)
↑ „Muslim Kurds and Christian Udis“ . Hetq Online. 2006-11-13. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-17. ციტირების თარიღი: 2006-11-13 .
↑ 6.0 6.1 „რუსული ვიკიპედია“ .
↑ The Red Book of Peoples: The Udis
↑ უდიები, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა
↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია , ტ. 10 , , 1986. — გვ. 102.
↑ Л. Меликсетбеков, «К истории удин», „თბილ. უნივ. შრომები“, ტ. XXII, თბ., 1942
↑ Udins.ru სოფელ ზინობიანი დაარქივებული 2010-08-07 საიტზე Wayback Machine . (რუსული )
↑ ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი : თორმეტ ტომად : ტომი X, თბ., 1992, გვ. 46