უგედეი (დ. ოქტომბერი, 1186 — გ. 11 დეკემბერი, 1241) — მონღოლთა მე-2 დიდი ყაენი 1229-1241 წლებში, ჩინგიზ-ყაენის მესამე ვაჟი და მისი მემკვიდრე.
უგედეის დროს დასრულდა მონღოლეთის ფეოდალების მიერ ჩინეთის ძინის დინასტიის დაპყრობა. 1234-1236 წლებში დაიპყრო სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი, დაიწყო ბათო-ყაენის ლაშქრობა აღმოსავლეთ ევროპაში, რომლის დროსაც მონღოლები სასტიკად გაუსწორდნენ პოლონეთს, რუსეთსა და სხვა სლავურ და გერმანულ სახელმწიფოებს. 1238 წელს შეიქმნა საფოსტო სამსახური, ჩატარდა მოსახლეობის აღწერა, დასრულდა დედაქალაქ ყარაყორუმის მშენებლობა. 1241 წლის 11 დეკემბერს გარდაიცვალა და დიდი ყაენის ტიტული 5 წლით ვაკანტური გახდა. ამ პერიოდში, მისი მეუღლე, დორეღენე ხათუნი იყო რეგენტი. 1246 წელს უგედეის ვაჟი, გუიუქი გახდა მონღოლების მესამე დიდი ყაენი.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
|
---|
| დიდი ყაენები (1206–1271) | |
---|
| იუანის დინასტია (1271–1368) | |
---|
|