უადი-რუმი (არაბ.وادي رم), ასევე ვნობილი, როგორც მთვარის ხეობა (არაბ.وادي القمر) — ქვიშაქვისა და გრანიტის კლდეებში ამოკვეთილი ხეობა სამხრეთ იორდანიაში, ქალაქ აკაბიდან 60 კმ-ით აღმოსავლეთით. წარმოადგენს უდიდეს უადის იორდანიაში. სიტყვა რუმი არამეული წარმომავლობისაა და ნიშნავს მაღალს, აზიდულს. არაბულად წარმოთქმისათვის, არქეოლოგებმა ის გადმოსცეს როგორც უადი-რუმი. უმაღლესი წერტილია უმ-დამის მთა, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 1 800 მეტრია.
ისტორია
პრეისტორიული ხანიდან უადი-რუმი ადამიანთა მრავალი კულტურით იყო დასახლებული, მათ შორის იყვნენ ნაბატეველები, რომლებმაც თავიანთ კვალი კლდის მხატვრობასა და ტაძრებში დატოვეს. 2007 წლისთვის, რუმსა და მის შემოგარენში ბედუინთა რამდენიმე ტომი სახლობდა.
დასავლეთში, უადი-რუმი უკეთაა ცნობილი მისი კავშირით ბრიტანელ ოფიცერთან — თომას ედვარდ ლოურენსთან, რომელიც აქ ოპერაციებს უძღვებოდა 1917–18 წლების არაბული ამბოხისას. 1980-იან წლებში, უადი-რუმის ერთ-ერთ კლდის ფორმაციას „სიბრძნის შვიდი სვეტი უწოდეს“, ლუორენსის წიგნის სამახსოვროდ.