უადანი (არაბ. وادان) — პატარა ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ მავრიტანიაში, არდარის პლატოზე, ქალაქ შინგეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით. 1147 წელს ის ერთ-ერთმა ბერბერულმა ტომმა დააარსა და სულ მალე გახდა მნიშვნელოვანი საქარავნო და სავაჭრო ცენტრი.
1487 წელს ქალაქში დაარსდა პორტუგალიელთა სავაჭრი პოსტიმაგრამ XVI საუკუნიდან უადანი დასუსტდა. ქალაქის ძველი ნაწილი ნანგრევებშია გახვეული და დღემდე თითქმის ხელშეუხებელია. თანამედროვე პატარა დასახლება მხოლოდ მისი ჭიშკრის გარეთ მდებარეობს. 1996 წლიდან ძველი ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა საიშია შესული.
ქალაქიდან 20 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს რიშატის სტრუქტურა — თვალშისაცემი წრიული გეოლოგიური ფორმაცია უდაბნოს შუაგულში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში