ტურ დე ფრანსი (ფრანგ. Le Tour de France - საფრანგეთის ტური), ხშირად წოდებული როგორც La Grande Boucle ან Le Tour — ყველაზე განთქმული და პრესტიჟული საგზაო ველორბოლაა მსოფლიოში. პირველი და მეორე მსოფლიო ომების შეფერხებების გარდა ეს ველორბოლა ყოველწლიურად ტარდება 1903 წლიდან. ეს არის შორი დისტანციის რბოლის შეჯიბრი პროფესიონალი ველოსიპედისტების გუნდებისთვის, რომლის მარშრუტი მოიცავს საფრანგეთსა და მის მეზებელ ქვეყნებს და მიმდინარეობს სამი კვირის განმავლობაში ყოველ ივლისს. გამარჯვებულია ინდივიდუალური მრბოლი, რომელიც დაასრულებს მარშრუტს ყველაზე მოკლე ჯამურ დროში.