ტოძიო ჰიდეკი ( იაპონ. 東條 英機) (დ. 30 დეკემბერი, 1884, ტოკიო — გ. 23 დეკემბერი, 1948, იქვე) — იაპონელი გენერალი, პრემიერ-მინისტრი, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის იაპონიაში. ჰიდეკი ტოძიო დაიბადა ქალაქ ტოკიოს რაიონ კოჯიმაჩიში 1884 წელს[1], იაპონიის არმიის გენერალ-ლეიტენანტის, ჰიდენორი ტოძიოს, ოჯახში.[2] ტოძიოს ორი უფროსი ძმა დაიღუპა მის დაბადებამდე. 1909 წელს ის დაქორწინდა კაცუკო იტოზე, ვისთანაც მას სამი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი ეყოლა.[3] ტოძიო 1915 წლიდან ხელმძღვანელი პოსტები ეკავა იაპონიის არმიაში. 1940 წლის ივლისიდან - 1941 წლის ივლისრამდე იაპონიის სამხედრო მინისტრის პოსტზე მოღვაწეობდა.[4] 1941 წლის ოქტომბრიდან - 1944 წლის ივლისამდე ეკავა პრემიერ-მინისტრისა და ერთდროულად სამხედრო მინისტრის თანამდებობდა.[4] მხარს უჭერდა იაპონიის კავშირს ნაცისტურ გერმანიასა და იტალიასთან.[4] ტოძიო ჰიდეკი ატარებდა გერმანიის აქტიური დახმარების პოლიტიკას ომში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. სიკვდილით დასაჯეს შორეული აღმოსავლეთის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის განაჩენით.[4]
სქოლიო
- ↑ Gorman, Jacqueline Laks (2009 წელიო). Pearl Harbor: A Primary Source History. გამომცემლობა "Gareth Stevens", გვ. 43. ISBN 1433900475.
- ↑
Butow, Robert Joseph Charles (1961 წელი). Tojo and the coming of the war. გამომცემლობა "Stanford University Press", გვ. 4. ISBN 0804706905.
- ↑ Baudot, Marcel (1980 წელი). The Historical encyclopedia of World War II. გამომცემლობა "Infobase Publishing", გვ. 455. ISBN 0871964015.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 10, გვერდი 28, თბილისი, 1986 წელი
ლიტერატურა