ტობატი (ესპ. Tobatí) — ქალაქი პარაგვაიში, კორდილიერის დეპარტამენტში.
ქალაქი 1539 წელს დომინგო მარტინეს დე ირალამ დააარსა. დასახლების სახელის წარმომავლობასთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება არსებობს. მისი ერთ-ერთი ესპანური განმარტებით, ის კლდოვან რელიეფს აღნიშნავს.
ქალაქის ეკონომიკის მთავარი დარგია სამშენებლო მასალების წარმოება. სახურავებისა და სამშენებლო აგურის წარმოება მთელი პარაგვაის მასშტაბით, ძირითადად აქ ხდება. პროდუქციის საკმაოდ დიდი ნაწილი ასევე გადის ექსპორტზე მეზობელ არგენტინასა და ბრაზილიაში.
2002 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 9 688 ადამიანს შეადგენდა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში