ტიტუს ლარციუს ფლავიუსი ან რუფუსი (ლათ. Titus Lartius Flavus (Rufus)) — რომაელი პოლიტიკოსი და სამხედრო მოღვაწე, რომელიც ორჯერ აირჩიეს რომის კონსულის თანამდებობაზე. პირველად ძვ. წ. 501 წელს, აირჩიეს პოსტუმუს კომინიუს აურუნკუსთან ერთად, მეორედ ძვ. წ. 498 წელს, მისი თანაკონსული იყო კვინტუს კლოელიუს სიკულუსი. ძვ. წ. 501 წელს კონსულის თანამდებობაზე ყოფნისას ტიტუსი რომის დიქტატორის თანამდებობაზე აირჩიეს, ამით ტიტუსი რომის ისტორიაში პირველი დიქტატორი გახდა.
რესურსები ინტერნეტში