არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ტილიანა .
ტილიანი ,[ 1] [ 2] მტილიანი ,[ 3] წუნარისხევი [ 4] — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში , ქურთის და თიღვის მუნიციპალიტეტებში . სოფელ ავნევთან მარცხენა მხრიდან უერთდება აღმოსავლეთის ფრონეს . სახელი „მტილიანი“ ბაღ-ბოსტნიან ადგილს ნიშნავს (რაც მიუთითებს მის გარშემო სოფლის მეურნეობის მაღალ დონეზე). მის ნაპირზე მდებარე ზემო ავნევს (დღ. ავნევის ნაწილი) მტილიანასაც უწოდებდნენ.[ 3] ჯონდო გვასალიას მოხსენიებული აქვს როგორც ავნევის წყალი .[ 5]
სქოლიო
↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი , , 1987. — გვ. 98.
↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი , , 2009. — გვ. 163.
↑ 3.0 3.1 გოგოლაძე ვ. , სოფელი ავნევი : ძველი და ახალი, ცხინვალი: „ირისთონი“, 1968. — გვ. 23.
↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია , ტ. 4 , , 1979. — გვ. 507.
↑ გვასალია ჯ. , ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, : „მეცნიერება“, 1989. — გვ. 10, ISBN 5-520-00154-5 .