ტბეთის II ოთხთავი ანუ სახარება— XII საუკუნის ქართული ხელნაწერი ოთხთავი. იგი ტბეთის მონასტრისათვის გადაწერილი მეორე სახარებაა (იხ. ტბეთის I სახარება), რომელიც პავლე მტბევარის დაკვეთით შექმნა გადამწერმა იოვანე ფუკარალისძემ. პავლე მტბევარი ოთხთავის ანდერძში განმარტავს, რომ ძველი ხელნაწერი ასომთავრულით იყო შესრულებული და რთულად იკითხებოდა, ამიტომაც გახდა საჭირო ახალი, ნუსხურად ნაწერი ოთხთავის შექმნა[1]. ტბეთის II ოთხთავი დათარიღებულია 1161-1165 წლებით.
საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. შეიცავს 321 ფურცელს. ნაწერია ნუსხური დამწერლობით.
ტბეთის ოთხთავი დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდში ინახება (Q-929).
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბილისი, 1997, გვ. 219
ქართული ოთხთავები |
---|
| ზოგადი სტატიები | | |
---|
| ცალკეული ოთხთავები | |
---|
| |
|