ტატაბანია (უნგრ. Tatabánya) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ უნგრეთში, ცენტრალურ დუნაისგადაღმა რეგიონში. წარმოადგენს კომარომ-ესტერგომის მედიეს ადმინისტრაციულ ცენტრს.
ქალაქი მდებარეობს გერეშესა და შერტესის მთებს შორის ხეობაში, ბუდაპეშტიდან 55 კილომეტრის დაშორებით. მდებარეობის წყალობით, ტატაბანია მნიშვნელოვანი სარკინიგზო და საგზაო კვანძია.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად დასტურდება, რომ ეს არეალი დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ქვის ხანიდან. XVI საუკუნეში ის თურქებმა დაიპყრეს. ამავე პერიოდში მოსახლეობა პროტესტანტი გახდა. მოგვიანებით, მმართველმა ფეოდალმა ლორდებმა ჩამოასახლეს კათოლიკე გერმანელები და სლოვაკები.
დაძმობილებული ქალაქები
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო