ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად პირველობაში (1973, 1981) და ხუთგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 1973, 1974, 1981, 1984). ორგზის მეორე პრიზიორი (1975, 1982 — ორივე გუნდურში), საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1968, 1978, 1983) და საბჭოთა კავშირის ხალხთა V სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1971). მსოფლიოს ოთხგზის რეკორდსმენი. 1973 წელს დაამყარა მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი (200 შესაძლებლიდან 200 ქულა). საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-იდან).
1971 წლის მაისში მოსკოვში გამართულ „ლოკომოტივის“ ცენტრალური საბჭოს პირველობაზე სასტენდო სროლაში უშეცდომოდ დაამსხვრია 46 წყვილი სამიზნე და ახალი საკავშირო რეკორდი დაამყარა.[2]
1971 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის ლიქიორ-არყის ქარხანაში. შემდეგ, გაერთიანება „კრისტალში“ მეღვინედ. იყო „მონკავშირის“ (თბილისი) წევრი.
2019 წელს მიენიჭა „სპორტის რაინდის“ საპატიო წოდება. გარდაიცვალა 2023 წლის 29 აგვისტოს, 78 წლის ასაკში.[3]