ტავრიის ქერსონესი — ძველი ბერძნების მიერ დაარსებული პოლისი ჰერაკლეს ნახევარკუნძულზე, ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. ამჟამად ქერსონესის ტერიტორიაზე მდებარეობს სევასტოპოლის გაგარინის რაიონი. ორი ათასწლეულის განმავლობაში ქერსონესი წარმოადგენდა ჩრდილო შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს.
2013 წლის 23 ივნისს პოლისი შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].
სქოლიო